რუსეთის პრეზიდენტის განცხადება

18:33, 01.08.2025

ევროკავშირს ამჟამად საერთოდ არ გააჩნია პოლიტიკური სუვერენიტეტი და ამას მოჰყვება ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვა – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური სუვერენიტეტის დაკარგვა ახლა ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვას და კოლოსალურ დანაკარგებს იწვევს, ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის ამოცანა, რუსეთის სუვერენიტეტის განმტკიცებაა. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოება შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, აუცილებელია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების ნაბიჯების განხილვა, დროის შეზღუდვების გარეშე. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთს სურს რუსეთის წინსვლის შეჩერება.

მსგავსი