რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, აღმოსავლეთ ღუტაში 27 თებერვლიდან ჰუმანიტარული პაუზა დაწესდება
სამხედრო ოპერაციების შედეგად, ბოლო 48 საათის განმავლობაში სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში სულ მცირე 30 ადამიანია მოკლული. როგორც გაერო-ს პრესსპიკერი აცხადებს, გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვები; არგენტინაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 6 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბუენოს აირესში, რუსეთის საელჩოში 389 კილოგრამ კოკაინს მიაგნეს. ამ საქმეს არგენტინისა და რუსეთის მხარეები ერთობლივად ერთი წლის განმავლობაში იძიებდნენ