რუსეთის პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ხვდება
  • ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს შესაძლოა, პარიზში ნოემბრის დასაწყისში შეხვდეს. ამის შესახებ თავად რუსეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. თავის მხრივ, ჯონ ბოლტონმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ დონალდ ტრამპი მასთან შეხვედრით მოხარული იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა დიალოგი უნდა გააგრძელონ.
  • მწერლისა და ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა დაგეგმეს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. ერდოღანის თქმით, ხაშოგის საკონსულოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება მიუთითებს, რომ ჟურნალისტი სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
  • კონფერენციას, რომელსაც „უდაბნოს დავოსი“ უწოდეს და ელ-რიადი მნიშვნელოვან საინვესტიციო იმედებს ამყარებს, 140 მსხვილი საერთაშორისო კომპანიიდან 150-ზე მეტი დელეგატი უნდა დასწრებოდა. თუმცა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, სულ მცირე ორმოცმა დელეგატმა კონფერენციაზე დასწრება პროტესტის ნიშნად გადაიფიქრა.