რუსეთის პოლიტიკა და საბჭოთა მემკვიდრეობა

30 წელი საბჭოთა კავშირის ნგრევიდან. 1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და მოსკოვმა მომდევნო პერიოდში 15 რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. დასავლური მედიის შეფასებით, საბჭოთა კავშირის ნგრევიდან 30 წლის შემდეგ, ყოფილ რესპუბლიკებს ისევ უწევთ მოსკოვის ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, რადგან კრემლი ცდილობს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე კვლავ მოახდინოს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო გავლენა.

რუსეთის თანამედროვე პოლიტიკა და საბჭოთა მემკვიდრეობა – გივი ბარამიძის რეპორტაჟში.