რუსეთის პასუხი - შეფასებები თბილისში

სამდღიანი ლოდინის შემდეგ მოსკოვიდან მიღებული პასუხი ცალსახად ნეგატიურად ფასდება.

ოპოზიცია განსაკუთრებით განცხადების იმ ნაწილითაა შეშფოთებული, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ თბილისს საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე მიანიშნებს. ამ მოწოდებას ოპონენტები საქართველოს მთავრობის მეთაურის რბილი ტონით ხსნიან და 9 მარტს გაგზავნილი მიმართვის შინაარსს კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ.

პრემიერის საპასუხოდ გავრცელებული წერილით არც მმართველ გუნდში არიან კმაყოფილები. ყველა მხარე თანხმდება, რომ ურთიერთობის ნორმალიზების შეთავაზებას რუსეთის ხელისუფლებამ ამჯერადაც ჩვეული ტონით უპახუხა.

დატოვე კომენტარი