რუსეთის მოქალაქეობა ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის

21:54, 15.03.2022

რუსეთის კიდევ ერთი უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯი და იძულებითი პასპორტიზაციის გაგრძელება: დუმაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ორმაგი მოქალაქეობის ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას ეხება.

2021 წლის სექტემბერში ხელმოწერილი ე.წ. დოკუმენტით ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებლებს უფლება აქვთ, რომ რუსეთის მოქალაქეობა საკუთარ ე.წ. მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. უფლებებთან ერთად გაწერილია ვალდებულებებიც. ოფიციალური თბილისისთვის მოსკოვის ეს ნაბიჯი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობაა. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი დუმაში შესაბამისი პროექტის წარდგენას უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს უკავშირებს.

 

მსგავსი