რუსეთის მოქალაქე იარაღის უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალის“ ტერიტორიაზე იმ დროს აიყვანეს, როდესაც რუსეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.

დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება.