რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მასშტაბს ზრდის.
საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების და ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი ვადით არჩევის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე უპრეცედენტო იერიშები მიიტანა. დაბომბილია დნიპროჰესი, რომელიც კახოვკის დანგრეული კაშხლიდან დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში ერთი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რუსული აგრესიის სამიზნე გახდა ქვეყნის სხვა რეგიონებიც. იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ზონები. კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის დასაცავად, უკრაინის ხელისუფლება „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს.