რუსეთის მასირებული ავიაიერიში კიევზე 

18 დაღუპული და ათეულობით დაშავებული: კიევი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასირებული ავია შეტევის მორიგ სამიზნედ იქცა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. დაიბომბა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სარაკეტო ჭურვების მოხვედრის შედეგად დაზიანებულია ევროკავშირის დელეგაციის და ბრიტანული საბჭოს შენობა. ერთ-ერთი ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. 13 დაბომბილი ადგილი და 26 ადგილზე ჩამოყრილი ნამსხვრევები –
ოფიციალური კიევის მონაცემებით, ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვა რეგიონებს 629 რაკეტით და დრონით შეუტია. საკმაოდ მძიმეა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციები. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლები არიან დაბარებულები. ბრიუსელის შეფასებით, მოსკოვმა ევროკავშირის წარმომადგენლობას მიზანმიმართულად დაარტყა. გერმანიის მოთხოვნაა, რომ რეაგირების ფორმებზე კოპენჰაგენში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ხვალინდელ შეხვედრაზე იმსჯელონ.