რუსეთის იერიში კიევზე

12:24, 14.05.2026

რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, კიევში 31 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი, ერთი ადამიანი კი – დაიღუპა. კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მათ დარნიცკის რაიონში 27 ადამიანი გადაარჩინეს. დაზიანებული შენობის ნანგრევებში, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. ამჟამად სამაშველო სამუშაოები გრძელდება ობოლონსკის, დარნიცკისა და გოლოსეევსკის რაიონებში.

მსგავსი