რუსეთის განცხადება და გამოხმაურება

საქართველოს პარლამენტში ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აფასებენ. მათი განცხადებით რუსეთი პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს. „ქართული ოცნების“ წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები. შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დაავალა.