რუსეთის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები თბილისში

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა და ავიაკომპანიების სანქცირების შესაძლებლობა, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს, განხილვის თემაა თბილისში. ოპოზიცია პუტინის ამ ნაბიჯს მავნებლურს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა, შესაძლოა, საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეაფერხოს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ქვეყანას მკაფიო პოზიცია უკვე დაფიქსირებული აქვს და სანქცირებული კომპანიები საქართველოში ფრენებს ვერ შეასრულებენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის საკითხის დაკავშირება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, არასწორია.

აღნიშნულ პოლიტიკურ შეფასებებს წინ უძღოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში მოქმედი კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს. ვედანტ პატელის თქმით, იმ დროს, როდესაც დასავლური საზოგადოება რუსეთის რეჟიმისგან დისტანცირდა, არ არის დრო იმის, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გაზარდოს. ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნის და ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილება ორი დღის წინ გამოაცხადა რომელიც ძალაში 15 მაისიდან შედის.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება