რუსეთის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

პუტინის გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციური პარტიები რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მიერ ევროპული კურსის შეცვლის ფინალურ ეტაპად აცხადებენ.

ოპოზიციის განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლებისთვის, სადაც ოპონენტებს ახსენებენ, რომ გადაწყვეტილება არა ქართულმა, არამედ რუსულმა მხარემ მიიღო. მმართველ გუნდში განმარტავენ იმასაც, რომ საქართველო სანქცირებულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას არ აპირებს.