რუსეთის დუმის სპიკერის განცხადება

ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულმა შემთხვევამ აჩვენა, რომ რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას, – ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ყოფნა უსაფრთხო არ არის. „ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ანადგურებს საქართველოს. ზაფხულის ტურისტული სეზონის წინა პერიოდში კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების იქ ყოფნა“, – აცხადებს ვოლოდინი.

რუსეთის დუმის სპიკერს საქართველოს პარლამენტში გამოეხმაურნენ.