რუსეთის და ბრიტანეთის დაპირისპირება შავ ზღვაში

ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ყირიმის სანაპიროს მახლობლად ვითარება მწვავდება.

რუსეთის 20-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი და სანაპირო დაცვის ორი ხომალდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს აედევნა. რუსეთმა ბრიტანეთის სამხედრო გემი ტერიტორიული წყლების დარღვევაში დაადანაშაულა და გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია საერთაშორისო საზოგადოების მიერ დღემდე არ არის აღიარებული. კრემლის პოზიციით, ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის ეკიპაჟი წინასწარი განზრახვით მოქმედებდა, რაც საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება.