მუქარა და გამაფრთხილებელი გზავნილები ვლადიმერ პუტინისგან.
რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული დოქტრინის ცვლილება დააანონსა. კრემლის ლიდერმა ბირთვული იარაღის გამოყენების ახალი პირობები დაასახელა. რუსეთის მუქარა დროში ემთხვევა დასავლეთის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს. თუმცა აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ჯერ საბოლოოდ ვერ თანხმდებიან, მისცენ თუ არა უკრაინას მათ მიერ გადაცემული და შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლება. საპასუხო ზომების მიღების დაანონსების შემდეგ პუტინი უკვე ბირთვული იარაღით მუქარაზე გადავიდა. გაზრდილ ბირთვულ საფრთხეებზე მიუთითებს უკრაინის პრეზიდენტიც, რომელიც აშშ-ში უკრაინის გამარჯვების გეგმით არის ჩასული.