რუსეთის 1 359-მა მოქალაქემ საქართველოში ტურები გააუქმა

ივლისის თვეში, ორგანიზებული ტურები საქართველოში რუსეთის 4 183 მოქალაქეს ჰქონდა შეძენილი. მათგან 1 359-მა პირმა ტურები გააუქმა და კომპენსაცია მიიღო, 2 854 ტურისტმა კი მოგზაურობა სხვა მიმართულებით გადაცვალა. შესაბამის მონაცემებს რუსული მედია „როსტურიზმზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათი განცხადებით, ყველა რუსი ტურისტი, რომელსაც ორგანიზებული ტურის ვადა რვა ივლისის შემდეგ ეწურებოდა, რუსეთში დაბრუნდა. „როსტურიზმი“ აღნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანიამ ბილეთების თანხა სრულად აანაზღაურა. გამონაკლისს „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოადგენს, რომელიც ბილეთების დაბრუნების განაცხადს 90-დღიან განხილვის ვადით ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით,  8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა დროებით შეწყდა.

დატოვე კომენტარი