რუსეთიდან სატრანზიტო ფრენები 600 ათას ევრომდე თანხით დასუბსიდირდება

მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს.

დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.

სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს.

დადგენილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელ ავიაკომპანიასთან იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთიდან ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს მხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისი“, სომხეთში პარტნიორი ავიაკომპანიის ხელშეწყობით ახორციელებს.