რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

მაშინ, როცა საქართველოს 2014 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება აქვს დაანონსებული, რუსეთიდან ანტიდასავლური განწყობები კიდევ უფრო მძაფრდება. სწორედ ჩვენს ქვეყანას და მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეებს მიეძღვნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა. გაკეთდა მწვავე და მკაფიო განცხადებები მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად. დეოკუპაციის მიმართულებით საქართველომ არაერთი მხარდამჭერი გზავნილი მიიღო. ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასა და მოსკოვიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე მსჯელობდნენ დღეს პარლამენტშიც, სადაც დღეს თავდაცვის ძალების დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მივიდა.