რუსეთი „ტომაჰავკის“ რაკეტების გამო შეშფოთებულია

რუსეთი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხით შეშფოთებულია. კრემლის პრესმდივნის თქმით, რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარები ხშირად კეთდება, რასაც კრემლი ყურადღებით „ისმენს და სწავლობს“. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ტომაჰავკებს“ ფრონტის ხაზზე ვითარების შეცვლა მაინც არ შეუძლია. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპი მოლაპარაკებებზე ბევრს საუბრობს, თუმცა მისგან განსხვავებით, ევროპასა და კიევს ამ მიმართულებით რაიმეს გაკეთების სურვილი არ აქვთ.