რუსეთი დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი

რუსეთი, როგორც დასავლური დემოკრატიის საფრთხე და უკანონო რეჟიმების მხარდამჭერი, დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო და ასადის რეჟიმის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები მთელი დღის განმავლობაში სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზეც მსჯელობენ, როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი“, ჩინეთის ფაქტორი მსოფლიო ეკონომიკაში, რუსულ გაზზე დამოკიდებულება და ვენესუელის საკითხები. დღეს მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი ევროპას გაერთიანებისკენ მოუწოდებდნენ, აშშ-მ და გერმანიამ მკაფიოდ დააფიქსირეს ნატო-ს გაძლიერების აუცილებლობა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. რუსეთი კი ტრადიციულად კრიტიკული იყო ევროპის მიმართ და პრობლემების გაღრმავებაში ევროპის ქვეყნები დაადანაშაულა.