რუსეთი 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს და სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის გენერალურ საკონსულოს დახურავს

ქვეყნებს, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს, რუსეთი სარკისებრი ზომებით პასუხობს. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთს დატოვებენ ოთხი პოლონელი, სამი ლიტველი, ერთი ლატვიელი, ორი იტალიელი, ერთი ფინელი დიპლომატები. ასევე რუსეთის ხელისუფლება აძევეს ნიდერლანდების დიპლომატიური მისიის ორ თანამშრომელს და ესტონეთის სამხედრო ატაშეს; ჩეხეთმა ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აშშ-ს გადასცა; მეხუთე დღე ტრაგედიიდან – კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა, რასაც, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 41 ბავშვი. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მსხვერპლის რეალურ რაოდენობას მალავს.