რუსეთ-უკრაინის შეთანხმება

კომპანია „გაზპრომი“ დათანხმდა, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესაბამისად, უკრაინის „ნაფტოგაზს“ ორი მილიარდ ცხრა მილიონი დოლარი გადაუხადოს.  „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ თანხა 29 დეკემბრამდე გადაირიცხება.

აღნიშნული შეთანხმება ბერლინსა და მინსკში გაზის საკითხზე გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგია.

მოლაპარაკებებში უკრაინა, რუსეთი და ევროკავშირი მონაწილეობენ. უკრაინული „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, „გაზპრომის“ გადაწყვეტილებას, თანხის გადახდის შესახებ, სრული გამარჯვება უწოდა.

ამასთან, რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც უკრაინის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ალექსეი ორჟელმა განაცხადა, უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტის შესახებ ახალი კონტრაქტი ხუთწლიან ვადაზე იქნება გათვლილი 10 წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

დატოვე კომენტარი