რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება დონალდ ტრამპის კიდევ ერთ მცდელობა რუსეთისა და უკრაინის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს.
საომარი მოქმედებების, ფრონტის არსებულ ხაზზე შეწყვეტა და დონბასის გაყოფა – ასე ხედავს შტატების პრეზიდენტი თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების პერსპექტივას. 17 ოქტომბერს, ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ომის შეჩერების პირობები იყო, თუმცა უკრაინის ლიდერი ტერიტორიების დათმობის კატეგორიული წინააღმდეგია. მსოფლიო ბუდაპეშტში დაგეგმილი მოლაპარაკებების მოლოდინშია, სადაც დონალდ ტრამპი პუტინს კიდევ ერთხელ შეხვდება და შეეცდება მშვიდობაზე დაითანხმოს. ვიდრე გაირკვევა, რა შედეგით დასრულდება ტრამპის მორიგი მცდელობა, ევროპა უკრაინის მხარდაჭერაზე მსჯელობს. ევროკავშირში უკვე შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე 2027 წლის ბოლომდე უარს სრულად იტყვიან.