რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ამერიკული გეგმა

21:10, 21.11.2025

გადამწყვეტი ეტაპი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში. ახლა მთავარი კითხვაა, დაასრულებს თუ არა აშშ-ის მიერ მომზადებული 28-პუნქტიანი გეგმა 2022 წლიდან მიმდინარე საომარ მოქმედებებს. რთული არჩევანი ღირსების დაკარგვასა და საკვანძო პარტნიორის დაკარგვის რისკს შორის – ასეთია ზელენსკის პოზიცია პროექტის წერილობით გაცნობის და ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ. უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი მომდევნო კვირისთვის ჩაინიშნა. ტრამპი ადასტურებს, რომ ვაშინგტონს მხარეების დათანხმება და შეთანხმების გაფორმება 27 ნოემბრამდე სურს. ბრიუსელი შეშფოთებულია, გეგმის ცალკეული პუნქტები კატეგორიულად მიუღებელია ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან ყოფნას ითხოვენ. 28-პუნქტიან გეგმას უიტკოფ-დმიტრიევის გეგმა უწოდეს, რომელსაც ვაშინგტონი კიევთან და მოსკოვთან საიდუმლო კონსულტაციების დროს ერთი თვის განმავლობაში ამზადებდა. უარი ნატოზე და შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში, სამ რეგიონზე კონტროლის დაკარგვა, უსაფრთხოების გარანტიების მიღება – ეს არის რამდენიმე პუნქტი გეგმიდან, რომელიც, გავრცელებული ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივ მოხსნას და უკრაინაში 100 დღეში ახალი არჩევნების ჩატარებასაც ითვალისწინებს.

აღმოჩნდება თუ არა დონალდ ტრამპის მორიგი დიპლომატიური ძალისხმევა ამჯერად მაინც წარმატებული და აქცევს თუ არა თეთრი სახლის ლიდერი ომის დასრულების დაპირებას რეალობად – თიკა მიგინეიშვილი ახალი გეგმის შესახებ.

მსგავსი