„26 ქვეყანა მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის ქმედებების განსახორციელებლად“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკის თქმით, თავისუფალი ევროპა, ამერიკა, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უკრაინის გვერდით არიან. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსკოვმა შეწყვიტოს ყველა სამშვიდობო ინიციატივის უარყოფა და გაიგოს ომის გახანგრძლივების შედეგები. მკაცრი სანქციები და ტარიფები“ – განაცხადა ზელენსკიმ.