რუსეთ-უკრაინის ომი - ტრამპის გეგმა 

ამერიკის ახალი ადმინიტრაციის პირობებში და ტრამპის არაერთი განცხადების ფონზე, რომ უკრაინაში ომს ინაუგურაციიდან 100 დღეში დაასრულებს, მსოფლიო ახლა განსაკუთრებულად ელოდება, როგორი იქნება შტატებს 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებები 1063-დღიანი ომის დასასრულებლად. ტრამპმა პუტინს უკვე მიმართა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს. თუ რუსეთ უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე შტატების პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ტრამპთან ერთად, უკრაინის დახმარების კონტექსტში აკრიტიკებს ბრიუსელსაც. ევროკავშირის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა ვიქტორ ორბანიც. უნგრეთის პრემიერმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირის პოლიტიკამ უკრაინაში ომი ვერ დაასრულა. სანამ გაირკვევა რას ითვალისწინებს ტრამპის ადმინიტრაციის სამშვიდობო პოლიტიკა, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასობრივი საჰაერო იერიში განახორციელა, საპასუხოდ უკრაინამ რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყა.