რუსეთ-უკრაინის ომი - ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია

რა ეტაპზეა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების საკითხის განხილვა – ომში მყოფი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის ვადა ისევ გაურკვეველია.

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა – მითუმეტეს ომის მოკლე ვადებში დასრულების არაერთი გზავნილის გაჟღერების შემდეგ. ორივე მხარეს დათმობებზე წასვლა მოუწევს – ასეთია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიცია. მარკო რუბიო სამწლიანი საომარი მოქმედებების მძიმე შედეგებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს ამერიკის პრეზიდენტის მიდგომას, რომელიც კონფლიქტის მალე და მოლაპარაკების გზით დასრულებას გულისხმობს. თავის მხრივ მშვიდობის მიღწევის გზად რუსეთზე ზეწოლის ზრდას მიიჩნევს ოფიციალური კიევი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ტრამპი რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს.