რუსეთ-უკრაინის ომი - მოლაპარაკებების პირობები  

უსაფრთხოების რა გარანტიებს მიიღებს უკრაინა – ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ეს შეკითხვა კვლავ ღიად რჩება.

ევროპის ქვეყნები საკუთარ ვერსიებს განიხილავენ. მოსკოვი კი საკუთარ პირობებს აყენებს. რუსეთისთვის უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსება წითელი ხაზია. ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მთელი მსოფლიო უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მოლოდინშია. თუმცა ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენები და მოსკოვის რიტორიკა კიევს და ევროპის ქვეყნების ნაწილს ამ მხრივ პესიმისტურ განწყობებს უჩენს. ტრამპი კრემლს ცეცხლის შესაწყვეტად მორიგ გაფრთხილებას აძლევს. ვაშინგტონი სანქციებს არ გამორიცხავს, ევროკავშირი კი საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს უკვე ამზადებს.