რუსეთ-უკრაინის ომი - მოლაპარაკებები პარიზში

ელისეის სასახლე ევროპელი, ამერიკელი და უკრაინელი ლიდერების შეხვედრების ადგილია.

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში ომის შეჩერებაა. მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი პარტნიორებს პუტინთან გამართული კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. შტატების ბოლო დროინდელი პოლიტიკით  უკმაყოფილო ბრიუსელის პოზიცია ცნობილია – ცეცხლის შეწყვეტაზე კრემლის თანხმობისთვის, ევროპელები ამერიკისგან  მოითხოვენ, მოსკოვის მიმართ მეტი სიხისტე გამოიჩინოს. თუმცა საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციაში აზრთა სხვადასხვაობაა. საკუთარი მოთხოვნები აქვს უკრაინასაც, რაც უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს. ამ ფონზე კრემლში აცხადებენ, რომ ევროპასა და უკრაინას ომის გაგრძელება სურთ და რუსეთ-ამერიკის დიალოგს ხელს უშლიან.