რუსეთ-უკრაინის ომი
ანექსირებულ ყირიმში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იერიშის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდი, ხიდზე შეჩერებულია მოძრაობა. ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი დაზიანდა. პარალელურად, რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევში, მდინარე დნეპრზე მდებარე ორ ხიდს დაარტყა, თავდასხმის შედეგად დედაქალაქის ნაწილს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.