რუსეთ-უკრაინის ომი
სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს. „ტელეგრამის“ არხების ცნობით, სოჭის პორტზე, სავარაუდოდ, შეტევა უპილოტო კატერებით მოხდა. სოჭის პორტში აფეთქების კადრები „ტელეგრამის“ არხმა „ასტრამ“ გაავრცელა. მედიის ცნობით, რუსეთის საკურორტო ქალაქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო კატერმა მიაღწია და აფეთქდა. მანამდე სოჭის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ, სულ მცირე, ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. მათი ინფორმაციით, პორტის თავზე კვამლის ორი კერა შეინიშნება. ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქზეც. დრონები საცხოვრებელ სახლებს დაეჯახნენ.