რუსეთ-უკრაინის ომი

21:29, 01.09.2026

მასშტაბური შეტევა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მსხვერპლის რეკორდული ზრდა მშვიდობიან მოსახლეობაში – რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ინტენსიურ თავდასხმებს განაგრძობს. კიევი პარტნიორებისგან თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას ითხოვს. ომის ფონზე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ბიუჯეტის დაზოგვის მკაცრ რეჟიმზე გადადის და დაზოგილი თანხით ქვეყნის თავდაცვის ძალების დაფინანსებას გეგმავს. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, ეკონომიკური ზომების გამკაცრებას გეგმავს ევროკავშირი და თავდაცვის მარაგებიდან უკრაინის დახმარებას ცდილობს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა დიდი ოცეულის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ-ში გაიმართა. ამ ნაბიჯმა ევროპელების იმედგაცრუება გამოიწვია. დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების კანონპროექტიც ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას.

მსგავსი