რუსეთ-უკრაინის ომი

12:24, 26.08.2026

დრონების თავდასხმის შედეგად ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობებით, ხანძრის ფართობმა 40 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად Wildberries-ის ერთი თანამშრომელი დაშავდა. მას ტვინის შერყევა აქვს. რეგიონის გუბერნატორის, ევგენი პერვიშოვის განცხადებით, კომპანიის ყველა თანამშრომლის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა, რამაც მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყო.

მსგავსი