რუსეთ-უკრაინის ომი
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში დრონების თავდასხმის შედეგად ონლაინ მაღაზია „ოზონის“ საწყობი იწვის. კომპანიის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან. დრონის ნამსხვრევები კერძო საბავშვო ცენტრსა დაეცა, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. დრონების ჩამოვარდნის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა საწყობების ტერიტორიაზე. უკრაინული ტელეგრამარხები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას ადიღეასა და სტავროპოლის მხარეში „ოზონის“ საწყობებზე დარტყმების შესახებ, თუმცა ეს ცნობები ოფიციალურად არ არის დადასტურებული.