რუსეთ-უკრაინის ომი

12:21, 19.08.2026

უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს რუსეთის რეგიონები. მოსკოვის მერის განცხადებით, თავდაცვის სისტემებმა თავდაპირველად 11, მოგვიანებით კი – კიდევ 10 დრონი ჩამოაგდეს. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმების გამო მოსკოვის რამდენიმე აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. ბაშკირეთის ხელმძღვანელის განცხადებით, იერიშები ექვსი დრონით განხორციელდა. ოთხი მათგანი ჩამოაგდეს, ერთი სამრეწველო ზონაში ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა, მეორე კი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დრონების იერიშს კი ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი დაშავდა.

მსგავსი