რუსეთ-უკრაინის ომი

12:38, 21.07.2026

შავ ზღვაში რუსეთის მიერ გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის ინდოეთის ოთხი მოქალაქეა. ინფორმაციას ადასტურებს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა ინდოეთის ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გასულ ღამეს იერიში გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემზე მიიტანა, რომელიც მარცვლეულით იყო დატვირთული. რუსულმა ძალებმა გემზე იერიში მაშინ მიიტანეს, როდესაც ის ოდესის პორტს ტოვებდა.

მსგავსი