რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში 

პუტინი სტამბოლში არ ჩავიდა.

რუსეთ-უკრაინის პირდაპირ მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს. თურქეთში იმყოფება და თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა უკრაინის პირველი პირიც, რომელიც ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შესახვედრად მზად იყო. კრემლის ლიდერის არ ჩასვლის გამო უკრაინულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს. რუსეთის პირველმა პირმა ზელენსკისგან პირისპირ შეხვედრისკენ მოწოდება კიდევ ერთხელ მიიღო. დღევანდელ მოლაპარაკებაზე მთავარი თემა ცეცხლის უპირობო შეწყვეტაა. მოლაპარაკების დაწყებამდე რუსეთის წარმომადეგენელმა კომპრომისებზე წასვლა არ გამორიცხა, პირდაპირი მოლაპარაკების მთავარ მიზნად კი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება გამოაცხადა. პუტინის პოზიციონირების და რუსეთის იერიშების ფონზე შეხვედრის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები ევროპის ქვეყნები. ევროპელი ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ომს აჭიაურებს. ევროპის მისამართით ანალოგიური ბრალდება ისმის მოსკოვიდან.

როგორ აისახება თურქეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები სამშვიდობო პროცესზე – თამთა რუხაძე დეტალებით.