რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებები გრძელდება

რუსეთ-უკრაინას შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. მოსკოვის რეგიონის გუბერნატორის ცნობით, გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს კრემლიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე შატურის თბოელექტროსადგურზე. დრონების ნაწილი განადგურდა, რამდენიმე კი სადგურის ტერიტორიაზე დაეცა და ხანძარი გაჩნდა. ობიექტზე ჩართულია სარეზერვო ენერგომომარაგება. როგორც მედია წერს, ეს რუსეთის სიღრმეში მდებარე სადგურზე კიევის ერთ-ერთი უმსხვილესი შეტევა იყო.