რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლი სამი დღით შეწყდება

18:25, 05.09.2026

ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების აკრძალვის ბრძანება გასცა – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მოსკოვსა და კიევში დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ვიზიტია. პესკოვმა აღნიშნა, რომ იერიშები დღეს შუაღამეს შეწყდება. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 სექტემბრის შუაღამის შემდეგ 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 5 და 6 სექტემბერს მოსკოვში უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს უკრაინა „რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას“ უზრუნველყოფს. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა მოსკოვს ამერიკელი მაღალჩინოსნების კიევში ვიზიტის დროს იერიშები შეეჩერებინა.

მსგავსი