რუსეთ-თურქეთის უთანხმოება

რუსეთ-თურქეთის ზავი დროებითი აღმოჩნდა.

სირიის ქალაქ არიჰაში სამხედრო მოქმედებები განახლდა. რადიკალური დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არის მსხვერპლი.

ახლო ამოსავლეთში 2011 წელს დაწყებულმა არეულობამ რეგიონში უკვე ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მილიონობით ადამიანი კი დევნილად იქცა. ისინი ახლა თავშესაფარს მეზობელ ქვეყნებში და ევროპაში ეძებენ. ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს უცხო ქვეყნების ჩარევა, რომლებიც ხშირად საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ. მათ შორისაა რუსეთის და თურქეთის რეგიონული ამბიციები, რომლებსაც ცხელ წერტილებში სხვადასხვა მოკავშირე ჰყავთ.