რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში

15:05, 28.02.2020

რუსეთი იდლიბში განხორციელებულ ავიაიერიშზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ქვეყნის თავდაცვის უწყბის განცხადებით, აღნიშნულ რეგიონში თურქი სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა ყოფილიყვნენ. თურქეთი კი რუსეთის პოზიციას არ იზიარებს და ამბობს, რომ მოსკოვმა იცოდა თურქი სამხედროების ადგილსამყოფელის შესახბ, თუმცა სირიის საჰაერო ძალები იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო კოლონის დაბომბვას მაინც განაგრძობდნენ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, დაშავებულია 32 ჯარისკაცი. სირიის ავიაიერიშის შედეგად, საპასუხო დარტყმები განახორციელა თურქეთმაც. ვრცელდება ინფორმაცია სირიის არმიის დანაკარგის შესახებაც.

მსგავსი