რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება სირიაში

სირიის სამოქალაქო ომი რუსეთს და თურქეთს შორის ურთიერთობების უკიდურესად გამწვავების მიზეზი გახდა.

რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმიის მიერ განხორციელებულ დაბომბვას, 33 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. საპასუხო ზომების ფარგლებში, თურქეთის არმიამ სირიის სახელისუფლებო ჯარის 309 ჯარისკაცი გაანეიტრალა, ასევე რამდენიმე ვერტმფრენი, ტანკი და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურა. იდლიბის პროვინციაში არსებული დაძაბულობის ფონზე, რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეები უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. საბრძოლო მოქმედებების გამო, თურქეთმა მიგრანტებს ევროპისკენ გადაადგილების უფლება მისცა. საბერძნეთი სასაზღვრო პატრულს აძლიერებს, ბულგარეთი კი საზღვარზე 1000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.

თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველომ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე    საქართველოში თურქეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულს შეხვდა, სადაც  იდლიბში არსებული ვითარება განიხილეს.