რუსეთ-ევროკავშირს შორის გამწვავებული ურთიერთობა

რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვარზეა. სერგეი ლავროვის განცხადების გამო კრემლში განმარტებების გაკეთება გახდა საჭირო. სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს, თუ ბრიუსელი რუსეთს მტკივნეულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. თუმცა, კრემლის პოზიცია პირველი დიპლომატის პოზიციას არ ემთხვევა. მოსკოვსა და ბრიუსელს შორის მოვლენების განვითარება 22 თებერვლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამ დღეს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს.