რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა

2001 წელს მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა და ამ რეალობას ისლამური რადიკალიზმი ერქვა. 11 სექტემბრის ტერაქტმა ამერიკის შეერთებული შტატები და მასთან ერთად მთელი დემოკრატიული სამყარო აიძულა, თავდაცვის სტრატეგია მთლიანად შეეცვალათ.

პირველად ისტორიაში ნატომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი აამოქმედა. ამერიკის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერთი ავტორიტარული და ორი ტოტალიტარული სახელმწიფო გლობალური პოლიტიკისთვის მთავარ საფრთხედ დაასახელა და მათ „ბოროტების ღერძი“ უწოდა. იმ დროს ვაშინგტონში რუსეთს მთავარ გამოწვევად ნაკლებად განიხილავდნენ, მაგრამ დღეს შეერთებულ შტატებში განსხვავებული პოზიცია აქვთ.

 

დატოვე კომენტარი