რუს დიპლომატებს 23 ქვეყნიდან გააძევებენ

რუს დიპლომატებს 23 ქვეყნიდან გააძევებენ, საერთო ჯამში კი,  რიცხვი 136-ს  გაუტოლდება, – ასეთია ბოლო მონაცემები. ორშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ევროპის ქვეყნები ბრიტანეთს შეუერთდნენ და განაცხადეს, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო, თავიანთი ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს გააძევებდნენ. მიზეზი რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაა. რუსეთმა უკვე უპასუხა მათ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ რეაქცია სარკისებური იქნება. ქვეყნები, რომლებიც რუსი დიპლომატების გაძევებაში დიდ ბრიტანეთს შეუერთდნენ, არიან: აშშ, კანადა, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, რუმინეთი, უკრაინა, ალბანეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, უნგრეთი, დანია, ფინეთი, ხორვატია, შვედეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია, ავსტრალია. იმის შესახებ, რომ სანქციის ერთ-ერთ ფორმად, სკრიპალების საქმეზე ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებდა, 14 მარტს გახდა ცნობილი. ამის პასუხად, კრემლმა ამდენივე ბრიტანელი დიპლომატი რუსეთიდან გამოუშვა.