რურუას საქმე და მმართველი გუნდის წერილი

„ქართული ოცნება“ გიორგი რურუას წერილს უძღვნის და საერთაშორისო პარტნიორებს უგზავნის.

კახა კუჭავას ხელმოწერით შედგენილ საინფორმაციო ბიულეტენში ნახსენებია ყველა ის გახმაურებული საქმე, რომელიც ტელე-კომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის სახელს და მის წარსულს უკავშირდება. ავტორი „ნაციონალურ მოძრაობას“ და რურუას შორის კავშირებზეც მიუთითებს და ამ კონტექსტში იხსენებს, თუ როგორ გადაიფორმა თვეების წინ მან „მთავარის“ წილების გარკვეული ნაწილი.

წერილს ოპოზიციური სპექტრის მწვავე რეაქციები მოჰყვა, განსაკუთრებით კი იმ ძალებისგან, რომლებიც დღემდე ამტკიცებენ, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების საგანი იყო.