რუხის ციხე – სამეგრელოს გამორჩეული, ისტორიული და არაერთ ბრძოლაგამოვლილი ნაგებობა. მისი დიდებულება დღესაც, ჩამონგრეულ, სუროსა და ხავსისგან დაფარულ კედლებშიც იგრძნობა. რუხის ციხემ მნიშვნელოვანი როლი იტვირთა რეგიონში ოსმალეთის გავლენის შეკავებაში. თავდაპირველად ის მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ნაგებობა არ ყოფილა, რუხი ერთგვარი ქალაქიც იყო, სადაც ლევან მეორე დადიანმა ზარაფხანაც კი მოაწყო. დროთა განმავლობაში ციხემ იერსახე იცვალა, თუმცა დარჩა დასავლეთ საქართველოს წინააღმდეგობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ. რა მდგომარეობაშია დღეს რუხის ციხე, როგორ შეიძლება მისი აღდგენა ისე, რომ ავთენტურობა არ დაკარგოს და შეიძლება თუ არა მისი თანამედროვე ტურისტულ მიმართულებად ქცევა? – ნატო ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები