აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, რუდი ჯულიანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. „სიენენის“ცნობით, გამოძიება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. კერძოდ, გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, დაარღვიეს თუ არა კანონი დონალდ ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა, როდესაც ცდილობდნენ, ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგები შეეცვალათ.
ტრამპის ყოფილი ადვოკატი სასამართლოში ჩვენების მისაცემად უკვე დაიბარეს. ამავე საქმეზე ჩვენების მისაცემად დაიბარეს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემიც, თუმცა, მან განაცხადა, რომ მის დაბარებას გაასაჩივრებს. გამოძიება დაინტერესებულია დონალდ ტრამპისა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს შორის გამართული სატელეფონო საუბრით, სადაც ტრამპი ითხოვდა, რომ ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგები მის სასარგებლოდ შეცვლილიყო.