რუბიოს განცხადება – შეფასებები
აშშ-ის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას თბილისში ეხმაურებიან.
მმართველი გუნდი ამერიკის ამ ნაბიჯს სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს. „ქართული ოცნებაში“ იხსენებენ ვენეციის კომისიის დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით და აღნიშნავენ, რომ ეს იყო პოლიტიკური იარაღი საქართველოს წინააღმდეგ.
ოპოზიციის ნაწილი კი შტატების გადაწყვეტილებას ამერიკის შიდა საქმედ მიიჩნევს. მათი თქმით, საქართველოს გაცხადებული აქვს ევროკავშირის წევრობის სურვილი და მიიჩნევენ, რომ ქვეყანა როგორც ვენეციის კომისიის, ისე სხვა ორგანიზაციების სივრცის ნაწილი უნდა იყოს.
რაც შეეხება მარკო რუბიოს განცხადებას, მისი თქმით, საერთაშორისო სისტემა ასობით ისეთი ორგანიზაციით არის გადატვირთული, რომლებსაც გადაჭარბებული მანდატები, არაეფექტიანი შედეგები და ცუდი მმართველობა აქვთ, მათ შორის გაერო-ს მოსახლეობის ფონდს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასა და კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს კონვენციას, რომლებიც მისივე თქმით, არაეფექტურობას ან ბოროტებას ავლენენ. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა მსოფლიოს ზურგს აქცევს, უბრალოდ ტრამპის ადმინისტრაცია ინსტიტუტებისგან რეალურ შედეგებს მოითხოვს.